"ეკონომიკურ ჭრილში ისრაელის მთავრობამ უნდა აანაზღაუროს ღაზას განადგურებით გამოწვეული ზიანი - 100 მილიარდი დოლარი." - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე მკვლელი ნეთანიაჰუ ცარიელი სავარძლების პირისპირ დარჩა.

"დაჩაგრულთა ხმები ადრე თუ გვიან თქვენამდე მოაღწევს.. ისრაელი უნდა დადგეს სადამსჯელო ღონისძიებების ფაქტის წინაშე მისი შეკავების გამო, მათ შორის ეს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვასაც ეხება," - განაცხადა ერდოღანმა.