IT კომპანიები ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშის, სუპერბოულის დროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადაწყვეტილებების რეკლამირებისთვის 333.6 მილიონ დოლარს დახარჯავენ, – ამის შესახებ Wall Street Journal ანალიტიკური კომპანია iSpot-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. ეს ტრადიციულ ტელევიზიაში რეკლამას ეხება. Sensor Tower-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, კომპანიები კიდევ 426 მილიონ დოლარს გამოყოფს ციფრული მედიის რეკლამაზე.

სუპერბოული წლის ყველაზე ყურებადი სატელევიზიო ღონისძიებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2025 წელს მას პირდაპირ ეთერში 127.7 მილიონი ადამიანი უყურებდა. WSJ წერს, რომ 9 თებერვლის ღამეს გასამართი მატჩის დროს 30-წამიანი სარეკლამო სლოტის ღირებულება 8 მილიონ დოლარს აღწევს.

WSJ-ის წყაროების ცნობით, ჩატბოტ ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI ზედიზედ მეორე წელია 60-წამიანი რეკლამების  გაშვებას გეგმავს.

ვრცლად interfax – ზე