არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ისა და OPEC+-ის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, - ინფორმაციას ამის შესახებ euronew ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, გადაწყვეტილება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ბლოკს და მის დე ფაქტო ლიდერს - საუდის არაბეთს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ირანის ომის შედეგად რეგიონში დაძაბულობა და ენერგეტიკული არასტაბილურობაა.
Reuters-ის ცნობით, საამიროების გასვლამ შესაძლოა დაარღვიოს ორგანიზაციის შიდა ბალანსი და დაასუსტოს ის ერთიანი პოზიცია, რომელსაც OPEC ტრადიციულად ინარჩუნებდა როგორც წარმოების კვოტებზე, ისე გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე შეთანხმებისას.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, სუჰაილ მუჰამედმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის სიღრმისეული გადახედვის შედეგად. მისი თქმით, აბუ-დაბიმ ამ საკითხზე კონსულტაციები სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საუდის არაბეთთნ არ გაუვლია.
სააგენტოს თანახმად, გადაწყვეტილენა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.