შესაძლოა, ირლანდიაში მელაზე ნადირობა საბოლოოდ აიკრძალოს. დიდმა ბრიტანეთმა ეს სასტიკი სპორტი 20 წელზე მეტი ხნის წინ აკრძალა და ლუქსემბურგმაც მსგავსი აკრძალვა დააწესა.

ირლანდიის პარლამენტი მალე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც თითქმის 500 წლის ტრადიციას დაასრულებს. მისი ავტორები მელაზე ნადირობას ირლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე არაადამიანურ საქმიანობად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონები მელაზეც უნდა გავრცელდეს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ მელაზე ნადირობა „ზედმეტ ტანჯვას“ იწვევს და არანაირ გამართლებულ სარგებელს არ იძლევა.

ხაფანგებიც აიკრძალება.

გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ირლანდიელების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს მელაზე ნადირობის აკრძალვას.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ  პოლონეთმაც გადაწყვიტა 2033 წლისთვის ყველა ბეწვის ფერმის დახურვა.