ირანს მოლაპარაკებები სურს, მაგრამ უკვე გვიანია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის“, - წერს ტრამპი.
პრეზიდენტი თავდასხმების უფრო დიდ ტალღას აანონსებს და არ გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციას. ტრამპი აცხადებს, რომ ომი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო.