მე ვემხრობი, რომ ირანი, ძალიან მარტივად, შევაჩეროთ ბირთვული იარაღის ფლობისგან, - ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერა. გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, 19 აპრილს გაიმართება.
"მათ [ირანს] ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეთ. მინდა, რომ ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით სავსე და შესანიშნავი. ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და თუ მათ ექნებათ ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით, ყველა უკმაყოფილო იქნებით," - ამბობს ტრამპი.