აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა „ჰეზბოლას“ ლიბანში „პრობლემების შექმნის“ დასრულება უნდა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ ირანს კვლავ დაარტყამს.
„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში მის მიერ დაფინანსებული „პროქსი ძალები“, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, ისევე როგორც გასულ კვირას, მაგრამ უფრო ძლიერად“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ლიბანში ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. მედიის ცნობით, ირან-აშშ-ის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ისრაელმა ლიბანში – 47 ადამიანი, ხოლო „ჰეზბოლამ“ ხუთი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლა.