ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

„ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ესკალაციაზე პასუხის უფლებას იტოვებს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ირანმა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

www.interpressnews.ge