ირანული ავიაკომპანია Pars Golden Sky (PGSC) დაღესტანში საავიაციო ჰაბისა და თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ რეგიონული მთავრობის პრესსამსახურმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

26 აპრილს PGSC-ის წარმომადგენლები ჩავიდნენ მახაჩყალაში, სადაც შეხვდნენ დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარეს აბდულმუსლიმ აბდულმუსლიმოვს და განიხილეს რესპუბლიკაში საჰაერო ჰაბის შექმნის პერსპექტივები.

ჯერჯერობით არც PGSC და არც რუსეთის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები არ აცხადებენ ობიექტის გახსნის ვადას.