ყოფილი და მოქმედი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალმა სადაზვერვო ინფორმაციამ დაარწმუნა, რომ ირანელი მეცნიერების საიდუმლო ჯგუფი უფრო სწრაფი მეთოდით იკვლევს ბირთვული იარაღის განვითარების შესაძლებლობას, იმ შემთხვევისთვის, თუ თეირანის ლიდერები მის გამოყენებას გადაწყვეტენ.
აღნიშნული სადაზვერვო ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო თვეებში შეგროვდა და პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ტრანზიციის პერიოდში გადაეცა.
ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადეს, რომ სადაზვერვო შეფასებით ირანის სამხედრო ინჟინრები და მეცნიერები ეძებენ მოკლე გზას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ბირთვული საწვავის მარაგი ერთი ან რამდენიმე წლის ნაცვლად, რამდენიმე თვეში აქციონ მოქმედ იარაღად.
წყაროების ინფორმაციით ეს იმ შემთხვევაშია სავარაუდო, თუ ირანი შეცვლის საკუთარ ამჟამინდელ მიდგომას, რაც ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ ტრამპთან მოლაპარაკებების სურვილს უკავშირდება.