ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული 11 მთამსვლელი მაშველებმა  იპოვეს. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკარგულია კიდევ 12 ადამიანი, რომელთა სამძებრო ოპერაციაც ჯერჯერობით უსაფრთხოების მიზნით არის შეჩერებული.

11 დაღუპული მთამსვლელის ცხედრებთან ერთად მაშველებმა 3 გადარჩენილსაც მიაკვლიეს.

ვულკანი ინდონეზიაში კვირას ამოიფრქვა.