რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეებში მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის ინდოეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვიზიტს არ გამორიცხავს. უშაკოვის კომენტარს რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„ოცეულთან” დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია. მოწვევა მივიღეთ… [ვიზიტს] არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა”, - განაცხადა უშაკოვმა.

„დიდი ოცეულის" სამიტი ინდოეთში სექტემბერშია დაგეგმილი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტთან დაკავშირებით, რომელშიც პუტინი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას, უშაკოვმა აღნიშნა, რომ “პუტინის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მკაფიო შეთანხმება არსებობს” სწორედ ამ ფორმატში მონაწილეობაზე.