ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო, აზიურმა ავიაკომპანიებმა ევროპის მიმართულებით და ევროპიდან ფრენები გადაამისამართეს ან გააუქმეს.
FlightRadar24-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დილისთვის ავიკომპანიებმა პაკისტანის მიმართულებით ან პაკისტანიდან 52 ფრენა გააუქმეს.
პაკისტანის არმიის პრესსპიკერის განცხადებით, ინდოეთის იერიშის დროს პაკისტანის საჰაერო სივრცეში 57 საერთაშორისო ფრენა ხორციელდებოდა.
ინდოეთს და პაკისტანში გაუქმდა შიდა რეისებიც. ინდოეთმა რამდენიმე აეროპორტი დახურა. გაუქმდა Air India-ს, IndiGo-ს, SpiceJet-ის და Akasa Air-ის ავიარეისები.
თვითმფრინავების მიმოსვლის განრიგის შეცვლამ გაართულა ავიაკომპანიების ოპერირება ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის რეგიონებში.
ტაივანურმა ავიაკომპანია EVA Air-მა განაცხადა, რომ ევროპაში და ევროპიდან ფრენების მარშრუტებს შეცვლის, რათა გვერდი აუაროს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეს. რეისები ასევე გადაამისამართეს კორეის, ტაილანდისა და სხვა ავიახაზებმა.