ინდოეთის უმსხვილესმა კერძო ნავთობკომპანიამ, Reliance Industries Ltd-მ რუსული ნავთობის შესყიდვები განაახლა და ფასდაკლებულ ნავთობს არასანქცირებული მომწოდებლებისგან ყიდულობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნედლეული გუჯარათის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში იგზავნება, რომლის სიმძლავრეც დღეში 660 ათას ბარელს შეადგენს.

ანონიმურ პირებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ RusExport-თან ხელშეკრულება გააფორმა და კომპანიისგან Aframax-ის ტიპის ტანკერები დაიქირავა. მედიაში იმედოვნებენ, რომ Reliance Industries Ltd-ის ბაზარზე დაბრუნება სავარაუდოდ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების კლებას შეამცირებს. მანამდე მიმდინარე თვეში იმპორტის შესაძლო განახევრებას პროგნოზირებდნენ.

1tv.ge