ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს", - წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემას მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.

გამოცემის თქმით, სავარაუდოდ, ინდოეთი და ევროკავშირი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ორმხრივი ვაჭრობა და ხელი შეუწყოს ინდოეთის ექსპორტს, მათ შორის ტექსტილისა და სამკაულების, რომლებზეც აგვისტოს ბოლოდან აშშ-მა 50%-იანი ტარიფები დააწესა.

იმპორტის დაბალი გადასახადები ხელს შეუწყობს ევროპულ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Volkswagen, Renault და Stellantis, ასევე პრემიუმ-ბრენდებს Mercedes-Benz-სა და BMW-ს