იმპოტენტ ევროპელებს შეუძლიათ მხოლოდ გაბრაზდნენ, როდესაც ტრამპი მათ სამართლიანად წევს გვერდით უკრაინის შეთანხმებიდან, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.

სტატიას საკუთარ სოციალურ ქსელში აზიარებს თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

სტატიაში საუბარია, რომ, ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო რუსეთი ინარჩუნებს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებს და ოკუპირებულ ყირიმს. რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნაწილს, პუბლიკაციაში საუბარია, რომ ქვეყანა ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-სგან.

სტატიის ავტორის, დომინიკ გრინის აზრით, ევროპელები არიან პაციფისტები, რომლებსაც ომის გახანგრძლივება სურთ, ასევე, მეომრები, რომლებსაც ხმალი არ აქვთ და სტრატეგები, რისიც არაფერი ესმით.

სტატიის თანახმად, ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის დაცვას ვერც ფინანსურად და ვერც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის დახმარების გარეშე.

ავტორის აზრით, ახლა ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს და ევროპელები საკუთარ ტერიტორიაზე უმნიშვნელო ხდებიან.