მარეგულირებელი ორგანოებისთვის ხუთშაბათს წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, Tesla-ს (TSLA.O) აქციონერთა ჯგუფმა, მათ შორის SOC Investment Group-მა და რამდენიმე სამთავრობო წარმომადგენელმა, ინვესტორებს მოუწოდეს, კომპანიის ნოემბრის შეხვედრაზე ილონ მასკისთვის 1 ტრილიონი დოლარის გადახდის პაკეტის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

Tesla-ს აქციონერებისთვის გაგზავნილ წერილში კოალიციამ, რომელშიც ასევე შედიან ნევადის, ნიუ-მექსიკოსა და კონექტიკუტის შტატების ხაზინადარები, მოუწოდა ინვესტორებს, წინააღმდეგობა გაუწიონ დირექტორების - ირა ერენპრეისის, ჯო გებიას და კეტლინ უილსონ-ტომპსონის - ხელახლა არჩევას.

ვრცლად Reuters – ზე