იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთში ფრენები შეაჩერეს.

მედიის ცნობით, ავიაკომპანია Qatar Airways-მა ღამით დაადასტურა, რომ ავიარეისებს ერ-რიადიდან და დამამიდან დროებით შეაჩერებს.

ამასთან, ავიაკომპანია Etihad Airways-ში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიდან, ერ-რიადიდან, ჯიდადან და დამამიდან რეისები რეგიონში არსებული ვითარების გამო 19 ოქტომბრამდე გაუქმდება.

რაც შეეხება სხვა ავიაკომპანიებს, თავდასხმის გამო ერ-რიადის მიმართულებით „ლუფთჰანზამ“ ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, „ეარ ფრანსმა“ ოქტომბრის ბოლომდე, „ინდიგომ“ 15 ოქტომბრამდე, „გალფ ეარმა“ 17 ოქტომბრამდე, Cathay Pacific-მა კი ჰონგ-კონგიდან დუბაიში და ჰონგ-კონგიდან ერ-რიადის მიმართულებით რეისები 2027 წლის 31 იანვრამდე.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდასხმას წინ უძღოდა ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.