იელის უნივერსიტეტი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა.
რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უნივერსიტეტის საქმიანობა მიზნად ისახავს „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სახელმწიფოს საერთაშორისო ბლოკადას და მისი ეკონომიკური საფუძვლების შერყევას, ასევე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას“.
რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, იელის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, „უცხო სახელმწიფოების ოპოზიციის ლიდერებს“ ამზადებს.
იელის უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო უნივერსიტეტად ითვლება.