იაპონიის ექსპორტის მოცულობა მაისში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 0,6%-ით - 7,293 ტრილიონ იენამდე (51,6 მილიარდი დოლარი) გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი.
ინდიკატორის ზრდა ზედიზედ 27 თვეა დაფიქსირდა, თუმცა ზრდის ტემპი ამ დროის განმავლობაში მინიმალური იყო.
ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც Trading Economics მოჰყავს, ვარაუდობს, რომ აპრილში 2.6%-იანი ზრდის შემდეგ, მაისში იაპონური ექსპორტი 0.8%-ით შემცირდება.
იმპორტი გასულ თვეში 9,9%-ით დაეცა და 8,665 ტრილიონი იენი შეადგინა.
ანალიტიკოსები, საშუალოდ, იმპორტის 10.3%-იან შემცირებას ელოდნენ.
სატრანსპორტო ტექნიკის ექსპორტი გასულ თვეში 38,9%-ით გაიზარდა, მანქანათმშენებლობის ტექნიკა - 3,7%-ით, სამრეწველო საქონლის - 7,5%-ით, ქიმიური პროდუქტების - 15%-ით.
აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა 9,4%-ით, ევროკავშირში - 16,6%-ით, გერმანიაში - 17,2%-ით, ინდოეთში - 23,5%-ით, რუსეთში - 34,8%-ით. ჰონგ კონგში მიწოდება შემცირდა 10,2%-ით, ტაივანში - 19,5%-ით, სამხრეთ კორეაში - 11,2%-ით.
მაისში მინერალური საწვავის იმპორტი იაპონიაში 27,2%-ით შემცირდა, მათ შორის LNG - 31,6%-ით. ქიმიური პროდუქტების შესყიდვა 13,1%-ით შემცირდა, სამრეწველო საქონლის - 16,6%-ით, ელექტრო მოწყობილობების - 2,1%-ით. ამასთან, ავტომობილების იმპორტი 38,4%-ით გაიზარდა.
მაისში იაპონიის საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 1,372 ტრილიონი იენი შეადგინა, წინა წელში 2,366 ტრილიონი იენი და აპრილში 432,3 მილიარდი იენი. უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი ზედიზედ 22 თვეა დაფიქსირდა - ეს 2015 წლის შემდეგ ყველაზე გრძელი ასეთი პერიოდია.