Hyundai Motor-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში გაყიდული ავტომობილების დიდი ნაწილი, 568 576 ერთეული Hyundai Palisade-ის მოდელი, უკან გაიწვიეს, უსაფრთხოების შესაძლო რისკებიდან გამომდინარე.
კერძოდ, კომპანიის განმარტებით, Palisade-ის მოდელში უსაფრთხოების ბალიშების (airbag) არასათანადო იხსნებოდა, რაც ავარიის დროს ტრავმის რისკს 40%-ით ზრდის.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ ამ მოდელებისთვის უსაფრთხოების ბალიშებს ამარაგებდა შვედური კომპანია Autoliv -მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი პასიური უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის უსაფრთხოების ბალიშებისა და ქამრების.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს Hyundai აშშ-ში გაყიდული 41 651 ავტომობილის მოდელიც დაიბრუნა, ინსტრუმენტების პანელის დისპლეის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამო, ავტომწარმოებლის მტკიცებით, აღნიშნული პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით უნდა მოგვარდეს.