ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს ჰოკეის საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობის აკრძალვა 2025-26 სეზონის ჩათვლით გაუხანგრძლივა. ინფორმაცია IIHF-მ შვეიცარიაში გამართულ სხდომაზე გააჟღერა.
ფედერაციის განცხადებაში ნათვამია, რომ ამ ორი ქვეყნის რეინტეგრაცია უსაფრთხო ჯერ კიდევ არ არის.
თუმცა, რუსეთის ჰოკეის ფედერაცია IIHF-ის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.