ტანსაცმლისა და აქსესუარების შვედურმა ქსელმა H&M მოსალოდნელზე ძლიერი მოგების შესახებ განაცხადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 ფისკალური წლის მეორე კვარტალში (მარტი-მაისი) გაყიდვები 57,6 მილიარდი SEK (4,9 მილიარდი ევრო) იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. 2023 ფისკალური წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 9%-ით გაიზარდა.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მთლიანი ფიზიკური მაღაზიების გაყიდვები გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ ამ მაღაზიების რაოდენობა დაახლოებით 300 ერთეულით შემცირდა.

H&M-ის გაყიდვების დაახლოებით 30% ინტერნეტზე მოდიოდა. კომპანიის წმინდა მოგებამ მეორე კვარტალში შეადგინა 3,29 მილიარდი კრონი (280 მილიონი ევრო), რაც, მართალია 9%-ით დაბალია წინა წელთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც მხოლოდ 2,84 მილიარდი კრონის მოგებას ელოდნენ (241 მილიონი ევრო). 

ანალიტიკოსები ასევე  გააკვირვა მეორე კვარტალში კომპანიის მარაგის შემცირებამ - 16,7%-მდე ერთი წლის წინანდელი 19,2%-დან.

„ძალიან მიკვირს ასეთი დინამიკის დანახვა იმ ფონზე, რომ H&M არ გაუძლიერებია თავისი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები ამ პერიოდის განმავლობაში“, - განუცხადა CNBC-ს საინვესტიციო კომპანიის ბრაიან გარნიერის ანალიტიკოსმა სედრიკ როსიმ.

ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ, H&M-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა და  2022 წლის თებერვლის დასაწყისის დონეს მიაღწია.