ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა Heineken-მა რუსული შვილობილი კომპანიისთვის მყიდველი იპოვა. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა NOS-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, მყიდველის ვინაობა და ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. კომპანიაში ფილიალის გაყიდვაზე რუსული მხარის თანხმობას ელოდებიან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Heineken-მა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარს დატოვებდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ რუსეთის ფედერაციაში ახალი პროდუქტების გამოშვების გამო. ამის გამო, მიმდინარე წლის დასაწყისში, Heineken-ი მწვავედ გააკრიტიკეს. მაშინ ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა კონცერნმა აღიარა, რომ ის კვლავ მუშაობს რუსეთში და ახალ სასმელებსაც ნერგავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თავად Heineken-ის ბრენდი რუსეთის ბაზრიდან ამოიღეს, მაგრამ ახალი პროდუქტები რომ არ ჩაენაცვლებინათ, 1700-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი დარჩებოდა. ეს აუცილებელი იყო ახალი მყიდველის მოსაძებნად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.

გასულ წელს Heineken Russia-მ ახალი სასმელები წარადგინა. „ამსტელის“ ვარიანტების გარდა, იყო უალკოჰოლო სასმელებიც. მაშინ Heineken-ის განცხადებაში ნათქვამია იყო, რომ გადაწყვეტილებები რუსეთში ადგილობრივმა მენეჯერებმა მიიღეს, მაგრამ კომპანია ახლა აღიარებს, რომ გასულ წელს ახალი პროდუქტების გამოშვების ნებართვა რუსეთში Heineken-ის შტაბ-ბინიდან გაიცა. კომპანია რუსეთში ახალი ბრენდების გაშვებას ბიზნეს-მყიდველის პოვნის აუცილებლობით ხსნის.