საქართველოს ნაკრებისა და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი გოგა ბითაძე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სამიზნეა. ამის შესახებ აქამდეც იწერებოდა, თუმცა „ორეინჯ ქაუნთის“ ინსაიდერმა, კობი პრაისმა გოგას „ლეიკერსში“ გადასვლას რეალური უწოდა.
„კალიფორნიული კლუბი მაღალი დონის ცენტრს ეძებს, – წერს „ლეიკერს დეილი“, – გასულ სეზონში გუნდიდან ენტონი დევისი წავიდა, სანაცვლოდ კი „დალასიდან“ ლუკა დონჩიჩი დაიმატა. გაძლიერდა უკანა ხაზი, თუმცა ბევრი დააკლდა წინა ხაზს. ეს პლეი ოფშიც გამოჩნდა – „ლეიკერსმა“ ვერაფერი დაუპირისპირა „მინესოტას“ ცენტრს, რუდი გობერს, რომელმაც პლეი ოფის პირველი რაუნდის მეხუთე მატჩში 24 მოხსნა (9 შეტევაში) და 27 ქულა მოაგროვა.
„ორეინჯ ქაუნთის“ ინსაიდერი კობი პრაისი ასახელებს რამდენიმე კალათბურთელს, რომელთაგან ერთი, დიდი ალბათობით, „ლეიკერსში“ გადავა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი გოგა ბითაძეა. მას „ორლანდოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, 2025-06 წლების სეზონში 15.3 მილიონ დოლარს მიიღებს.
ბუითაძემ გასულ სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ 70 მატჩში ითამაშა, 42-ჯერ სასტარტო ხუთეულში იყო. საშუალოდ 7.2 ქულას, 6.6 მოხსნას, 2.0 პასსა და 1.4 დაფარებას აგროვებდა.
კანდიდატებად ასევე განიხილებიან ბრუკლინელი დეი რომ შარპი, ლუკ კორნეტი (ბოსტონი), ლარი ნენსი ჯუნიორი (ატლანტა) და პრესიუს აჩიუვა (ნიუ იორკი)“.