საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე ახალი სეზონიდან, შესაძლოა, „ატლანტა ჰოუქსის“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას Motociclismo ავრცელებს.

Motociclismo რამდენიმე საკალათბურთო ინსაიდერზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილება სამმაგი გაცვლა „ორლანდოს“, „სან ანტონიოსა“ და „ატლანტას“ შორის. შეთანხმების მიხედვით, „ორლანდო“ დე’აარონ ფოქსს, ვიტ კრეიჩის და 2027 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანს მიიღებს. სანაცვლოდ, „სან ანტონიო სპურსს“ ჯეილენ საგსი, 2026 წლის მეორე რაუნდისა და 2027 წლის დრაფტის არჩევანი შეხვდება, ხოლო გოგა ბითაძე „ატლანტა ჰოუქსის“ რიგებში აღმოჩნდება.

გოგა ბითაძეს ცოტა ხნის წინ „ლეიკერსსაც“ უკავშირებდნენ, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას ცდილობდა. საბოლოოდ, კალიფორნიულ გრანდში „ფინიქსის“ ყოფილი კალათბურთელი, 2018 წლის NBA-ს დრაფტის პირველი ნომერი დეანდრე ეიტონი აღმოჩნდა.

„ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას 2005-2013 წლებში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავდა.

პირველი არხი