გერმანულმა საბურავებისა და ავტო ნაწილების მწარმოებელმა Continental-მა გაყიდა თავისი ქარხანა კალუგაში, რადგან კომპანია რუსეთის ბაზრიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ MarketWatch-ი იტყობინება.
Continental-მა გამოაცხადა, რომ მან საბურავების მწარმოებელი ქარხანა კალუგაში, რუსულ საინვესტიციო კომპანია S8 Capital-ს მიჰყიდა.
გერმანიის ავტონაწილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ ქარხნის გაყიდვა რუსეთში ბიზნესის კეთებაზე უარს და რუსული ბაზრიდან გასვლისკენ გადადგმული ნაბიჯია. Continental არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას კალუგაში ქარხნის გაყიდვის გარიგების შესახებ.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაქოგრაფის ერთობლივ საწარმოში თავისი წილების გაყიდვაზე რუსეთის Mettem Transport Group-თან.