გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი ამბობს, რომ ამერიკის „სილიკონის ველმა“ ევროპის ციფრული სივრცე დაიპყრო და მოუწოდა ევროკავშირს, თავი დააღწიოს „ტექნოლოგიურ ოლიგარქებზე“ დამოკიდებულებას, ისეთზე, როგორიცაა ილონ მასკი.

მისი თქმით, მასკის მსგავსი ადამიანები თავიანთი ქმედებებით ძირს უთხრიან დემოკრატიას.

„მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი – შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი გაერთიანდნენ, რათა გაანადგურონ ძალაუფლების საზღვრები“, – ამბობს ჰაბეკი.

რობერტ ჰაბეკმა მასკი და სხვა ამერიკული ტექნიკური გიგანტები „სიტყვის თავისუფლების“ თვალთმაქცური ხედვის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

„ისინი უნდა დარეგულირდეს და საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს ისე, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ჰაბეკმა.

თუმცა ვიცე-კანცლერი მიიჩნევს, რომ ევროპული რეგულაციები ამას ვერ გაუმკლავდება.

„რატომ არ გვაქვს ჩვენი საკუთარი გერმანული ან ევროპული საკომუნიკაციო პლატფორმა? ჩვენ არ შეგვიძლია, დამოკიდებული ვიყოთ ჩინურ ალგორითმებზე ან ილონ მასკის ულტრამემარჯვენე ფანტაზიებზე, როდესაც საქმე ეხება ჩვენი დემოკრატიის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ჰაბეკმა.

1tv.ge