გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 12 აპრილის მდგომარეობით, გერმანიაში 5,23 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.

რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოთხოვნები, უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზარალზე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

„როგორც აგრესორი სახელმწიფო, რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობით ვალდებულია გადაუხადოს რეპარაციები უკრაინას“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში.