პოლონეთის ქალაქ გდანსკში საშობაო ბაზრობა ევროპაში საუკეთესოდ აირჩიეს ონლაინ ხმის მიცემის შემდეგ, რომელშიც 750 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ყოველწლიური კონკურსი 2009 წლიდან იმართება European Best Destinations-ის მიერ. წელს გდანსკმა 92000-ზე მეტი ხმით პირველი ადგილი დაიკავა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის თითქმის 12%-ია.
დაჯილდოება 3 დეკემბერს გაიმართება.