რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ აქციებმა 16 ივლისს მოსკოვის ბირჟაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა,- ამის შესახებ The Moscow Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სავაჭრო სესიის განმავლობაში კომპანიის ერთი აქციის ფასი 83.98 რუბლამდე შემცირდა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში დაფიქსირებულ მინიმუმსაც ჩამოსცდა. მაშინ „გაზპრომის“ ერთი აქცია 84 რუბლი ღირდა.

„გაზპრომი“ მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს ფლობს და რუსეთიდან მილსადენებით ბუნებრივი აირის ექსპორტზე მონოპოლიურ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს.