საერთაშორისო ტურისტულმა კომპანია Expedia Group-მა ჩაატარა კვლევა და შეადგინა 2027 წლის პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგი. სია ეფუძნება Expedia პლატფორმაზე ფრენებისა და საცხოვრებლის ძიების ტენდენციებს: რაც უფრო მაღალია მოგზაურების ინტერესი გარკვეული მიმართულებების მიმართ, მით უფრო მაღალია მათი რეიტინგი.
პირველი ადგილი კალიფორნიის შტატში, საუთ-ლეიკ-ტაჰომ(South Lake Tahoe) დაიკავა, სადაც ამ ადგილმდებარეობის ძიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 195%-ით გაიზარდა. საუთ-ლეიკ-ტაჰოსთან ახლოს მდებარეობს ტაჰოს ტბა, ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი მთის ტბა მოცულობით.
Expedia Group-ის 2027 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები:
სამხრეთ ტბა ტაჰო, კალიფორნია, აშშ
ჰიოგო, იაპონია
პუნტა დელ ესტე, ურუგვაი
სედონა, არიზონა, აშშ
პუსანი, სამხრეთ კორეა
ჰოლბოქსი, მექსიკა
პერუჯა, იტალია
ტვიდი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია
ნიაგარა-ონ-დე-ლეიკი, კანადა
ჩიჩესტერი, დიდი ბრიტანეთი