ხანგრძლივი კასტინგის პროცესის შემდეგ დადასტურდა დენიელ კრეიგის შემცვლელი — პატინსონი გახდა მეშვიდე მსახიობი, რომელიც 007-ის როლს შეასრულებს.
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმებისა და ვარაუდების შემდეგ, კინემატოგრაფიაში, შესაძლოა, ყველაზე სასურველ როლზე მეშვიდედ შეირჩა მსახიობი.
ლეგენდარული კინოჯაშუშის, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი მე-7 მსახიობი რობერტ პატინსონი იქნება.
40 წლის მსახიობი 007-ის როლში დენიელ კრეიგს ჩაანაცვლებს; ამ საწადელი როლის მოსაპოვებლად მან ისეთი ძლიერი კონკურენტები დაჯაბნა, როგორებიც არიან კალუმ ტერნერი, ჯეკ ლაუდენი, ჯოშ ო'კონორი და ნიკოლას ჰოლტი.
ის ხდება ყველაზე ცნობილი მსახიობი, ვინც კი ბონდის როლისთვის აირჩიეს.