გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარე ბევრ ომში რუსეთი არის წარმოდგენილი. ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ლემიმ ასევე მოუწოდა ალიანსის მოკავშირეებს, სერიოზულად მოეკიდონ თავდაცვით ხარჯებს.
„მსოფლიოს როდესაც ვუყურებთ, ჩვენს კონტინენტზე მიმდინარე ომს ევროპაში, უზარმაზარ აგრესიას, რომელსაც ვადევნებთ თვალს ახლო აღმოსავლეთში, ირანის დახმარებით, კონფლიქტის გაშლას სუდანში, ახლა კი – სირიაში, არის ერთი ქვეყანა, რომელმაც ხელი შეუწყო ამა ყველაფერს და ეს არის რუსეთი“, – აღნიშნა მან.
ბრიტანეთის მთავრობამ ახლახან გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთი მზადაა, დაიწყოს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კიბერშეტევების ტალღა.