Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის გზებს განიხილავენ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი და ევროკავშირის უმაღლესი წრმომადგენელი კაია კალასი რუსეთის აქტივების კონფისკაციის საკითხს 18 მარტს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიდერები სამშაბათის შეხევდარე ევროპული თავდაცვის დაფინანსების გაძლიერების "ინოვაციურ ინიციატივებს" განიხილავენ.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული იქნება მილიარდობით რუსული აქტივების კონფისკაციისთვის საჭირო შესაბამისი იურიდიული და ფინანსური საკითხები. ამასთან გამოცემის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბელგია და გერმანია ამ ნაბიჯს კვლავ ეწინააღმდეგება, პროცესში წინსვლა მაინც აღინიშნება. ამ ნაბიჯის მიმართ სკეპტიციზმით განწყობილი ქვეყნები შიშობენ, რომ კონფისკაცია დაარღვევს სახელმწიფოს იმუნიტეტის პრინციპს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროს კურსზე.

"აშშ კი არ გამოთქვამს სუვერენული აქტივების საკითხზე მუდმივ შეშფოთებას, ეს თავად ევროპის შიგნით ხდება" - ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი. მისი თქმით, გერმანიაში ადმინისტრაციის ცვლილებამ შესაძლოა ქვეყნის პოზიციის შეცვლის წინაპირობა შექმნას.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა $300 მილიარდის ღირებულების რუსული ფინანსურიაქტივები გაყინეს.

რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხი ომის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგა

tabula.ge