ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წინასწარი ანგარიშის თანახმად, G20-ის ეკონომიკა 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.7%-ით გაიზარდა.

ამგვარად, მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდა ივლის - სექტემბრის გადახედილ 0.9%-თან შედარებით.

კანადასა და სამხრეთ კორეაში მშპ-ს 0.2%-იანი შემცირება დაფიქსირდა. აშშ-ში ეკონომიკური ზრდა 0.2%-მდე შესუსტდა (მესამე კვარტალში არსებული 1.1%-დან), თურქეთში 0.4%-მდე (1%-დან), საფრანგეთში 0.2%-მდე (0.5%-დან) და ინდოეთში 1.8%-მდე (2.1%-დან).

ამასობაში, იაპონიის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა ივლის-სექტემბერში 0.7%-იანი შემცირების შემდეგ. მექსიკის მშპ-ს ზრდა 0.1%-დან 0.9%-მდე დაჩქარდა.

G20-ის ეკონომიკა მეოთხე კვარტალში წლიურად 3.2%-ით გაიზარდა, წინა სამ თვეში წლიურად 3.5%-იანი ზრდის შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ინდოეთში (7.6%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე სუსტი ზრდა გერმანიაში - 0.4%-ით.

G20-ის მშპ-ს პროგნოზით, 2025 წელს 3.4%-ით გაიზრდება, 2024 წელს 3.2%-იანი და 2023 წელს 3.5%-იანი ზრდის შემდეგ.

ვრცლად interfax – ზე