სემ ბენკმან-ფრიდი ციხეში მიდის მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გააუქმა მისი გირაო და განაცხადა, რომ გაკოტრებული კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის ბრალდებულმა დამფუძნებელმა მოწმეების მანიპულირება მინიმუმ 2-ჯერ მოახდინა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბენკმან-ფრიდმა New York Times-ის რეპორტიორთან ყოფილი მეგობარი ქალის ქეროლაინ ელისონის პირადი ჩანაწერების გაზიარებით „ზღვარი გადალახა“.
მოსამართლემ უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე ბენკმან-ფრიდის პატიმრობის გადადებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ექნება წვდომა ინტერნეტზე ჩართული ლეპტოპზე, რათა განიხილოს მტკიცებულებები სასამართლოსთვის მოსამზადებლად.
კრიპტობირჟა FTX-მა, რომელიც 2022 წლის დასაწყისში 32 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ნოემბერში კრახი განიცადა. მისი დამფუძნებელი, სემ ბენკმან-ფრიდი ბირჟის ხელმძღვანელის პოსტიდან 11 ნოემბერს გადადგა. მაშინ Reuters-ის წყაროები აცხადებდნენ, რომ ბენკმან-ფრიდმა კლიენტების კუთვნილი 10 მლრდ დოლარი ფარულად გადარიცხა FTX-დან Alameda Research-ში, რის შემდეგაც თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრა.