გერმანიის საავტომობილო კონცერნმა, „ფოლკსვაგენმა“რუსეთიდან სრულად გასვლა დაადასტურა.

ქალაქ ვოლფსბურგში დაფუძნებული კონცერნის ცენტრალური ოფისიდან გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა ადგილობრივმა ინვესტორმა იყიდა.

„ფოლკსვაგენის“ ქარხანა  სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა შეისყიდა, რომელმაც ასევე რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც გადაიბარა.

არსებული ცნობით, შეთანხმება დაამტკიცა რუსეთის სამთავრობო უწყებამ. „ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესი გაჩერდა.