2025 წელს, ფინეთი შვედეთთან სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. 

უკვე გაყვანილია დაახლოებით 20 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მიემართება დასავლეთ ფინეთის ქალაქ ტორნიოდან შვედეთის ქალაქ ჰაპარანდამდე. ამ მარშრუტის ელექტრიფიკაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. გარდა ამისა, გაფართოვდა და გარემონტდა სარკინიგზო გადასასვლელი მდინარეზე, რომლის გასწვრივაც გადის საზღვარი.

შედეგად ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩასვლა შესაძლებელია ორი გადაჯდომით.

ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ლულუ რანემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამგზავრო მარშრუტების გაშვების პროცედურის შესწავლის დასკვნითი ეტაპი. „თუ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება, 2025-2026 წლების მიჯნაზე შესაძლებელი იქნება ექსპლუატაციის დაწყება“, - ამბობს ის.

34travel.me