სან-მატეოში მცხოვრებმა ლიზა კატალანომ პარტნიორის ძიების მეთოდები სულ სხვა დონეზე აიყვანა — შეხვედრების აპლიკაციებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების რეგიონად ცნობილ კალიფორნიის Highway 101-ში 12 ბილბორდი იქირავა და მასზე მარტივად დააწერა: MarryLisa.com.

42 წლის ქალს ბევრი წარუმატებელი პაემანი და ტრაგედია დაუგროვდა, ყოფილი საქმროს გარდაცვალებაც გადაიტანა… აპლიკაციების ალგორითმმაც გადაღალა, თუმცა არასდროს დანებებულა და ეს ციფრული ბილბორდებითაც აშკარა ხდება. მასზე ლიზას ფოტო, სახელი და ვებგვერდია დატანილი. ბილბორდების არეალი კი, სანტა კლარასა და სამხრეთ სან-ფრანცისკოს შორის ვრცელდება. ლიზამ სან-ფრანცისკოს ტაქსების არეალშიც კი შეიძინა ადგილი, რათა მისი გზავნილი იქამდე გავრცელებულიყო, სანამდეც მისსავე გულს მოესურვებოდა…

შესაძლოა, გეცინებოდეთ, მაგრამ ამ ძალისხმევის შედეგად, ლიზას ვებგვერდს 27 000 ადამიანი ესტუმრა, გვერდს კი დღეში საშუალოდ 127 000 ნახვა ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მედიადაფარვაზე. პირველ რამდენიმე კვირაში 2200 ელ.წერილი მიიღო, ტროლებით დაწყებული, რომანტიკული თავგადასავლების მსურველებამდე. 

რაღა თქმა უნდა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ის, რასაც ლიზა აკეთებს… ამტკიცებს, რომ ყველაფერს თავად იხდის, თუმცა ხარჯებს საიდუმლოდ ინახავს მანამ, სანამ სწორ პარტნიორს არ იპოვის… აი, ამაში კი ახლა ახლო მეგობრები ეხმარებიან — ჯერჯერობით MarryLisa-ს კამპანია აპლიკანტების შერჩევის ეტაპზეა და თუ ვის გაუმართლებს, ამას, ალბათ, მალე გავიგებთ.

marketer.ge