ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის უფლების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ნათქვამია FIFA–ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებაში.
შაბათს, 1 აგვისტოს, FIFA–ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, რომ პროექტმა „შექმნა განხეთქილებები, რომლებიც - მხარდაჭერის დონის მიუხედავად - აღარ შეესაბამება თავდაპირველ მიზანს“. „ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ფეხბურთის გაერთიანება და განვითარება. ამიტომ, ეს წინადადება არ განხორციელდება“, - ნათქვამია მის განცხადებაში.
ინფანტინოს განცხადება მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ევროპის რეგიონულმა საფეხბურთო ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ FIFA-ს გეგმის განხორციელების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატს სრულ ბოიკოტს გამოუცხადებდა.