მაისში ინფლაცია ევროზონაში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მაისში 6,1%-მდე დაეცა აპრილის 7%-დან. ეს არის ყველაზე დაბალი დონე 2022 წლის თებერვლის შემდეგ.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები მაისის ინფლაციას 6.3%-ზე პროგნოზირებდნენ.
საბაზო ინფლაცია, ენერგიისა და სურსათის გამოკლებით, ასევე დაეცა მოსალოდნელზე მეტად, 5.3%-მდე 5.6%-დან.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გერმანიასა და საფრანგეთში წლიური ინფლაცია მაისში მოსალოდნელზე მეტად დაეცა, რადგან ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირდა. ევროზონის უმსხვილეს ეკონომიკაში ფასების ზრდა ახლა 12 თვის დაბალ დონეზეა.
ინფლაციის შესუსტება შეინიშნება ესპანეთსა და იტალიაში.
აპრილში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული.