ბევრი ადამიანისთვის 10 დღის საწოლში გატარება საუკეთესო დასვენებაა. ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) კი მზადაა ამისთვის 20-დან 40 წლამდე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებს £4100 (€ 5000) გადაუხადოს. ინფორმაციას dailymail.co.uk ავრცელებს.
ტულუზის Medes-ის კოსმოსურ კლინიკაში მიმდინარე კვლევა გულისხმობს 10 დღის წყლის საწოლზე გატარებას, რომელიც უწონადობას იმიტირებს. ამ დროს, მეცნიერები უკეთ შეისწავლიან სხეულის რეაქციას, რაც ასტრონავტებს ხანგრძლივ მისიებში დაეხმარება.