როგორც წესი, ევროპის წამყვანი მუზეუმები სეზონის განმავლობაში ტურისტების სტაბილური ნაკადით სარგებლობენ და ქალაქების კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად რჩებიან, თუმცა ახალი კვლევით, მოგზაურებისთვის მსოფლიოში ცნობილი მუზეუმის მონახულება სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება, მეტიც ეს უბრალოდ დამატებითი აქტივობა გახდა.
ექსპერტების შეფასებით, მუზეუმები ტურისტული გამოცდილების „ბირთვს“ ქმნის და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვიზიტის საერთო შთაბეჭდილებას. სწორედ ამიტომ, ლუვრი, ვატიკანის მუზეუმები, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი და სხვა წამყვანი ინსტიტუციები ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს, რაც არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ ეფექტსაც ქმნის მასპინძელი ქალაქებისთვის.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კულტურულ ობიექტებზე მაღალი მოთხოვნა მიუთითებს მოგზაურების მზარდ ინტერესზე ღრმა, ავთენტური გამოცდილების მიმართ, სადაც მუზეუმი ქალაქის „სავიზიტო ბარათად“ ყალიბდება და არა მეორეხარისხოვან სანახაობად.
"კომერსანტი" გთავაზობთ ევროპის ყველაზე მონახულებადი მუზეუმების სიას:
