ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საერთაშორისო კომპანია Airbus-ს 3 მილიარდი ევროს ოდენობის „უპრეცედენტო“ სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ ბანკმა ორშაბათს, 29 ივნისს განაცხადა.

პირველი ტრანში, 1 მილიარდი ევროს ოდენობით, დააფინანსებს Airbus-ის კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების პროგრამებს საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში.

ეს დაფინანსება კომპანიას სამოქალაქო და თავდაცვის ავიაციის სექტორებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება.

3 მილიარდი ევრო ყველაზე დიდი სესხის პაკეტია, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა კორპორატიული მსესხებლისთვის დაამტკიცა. მისი მასშტაბი შეესაბამება ინვესტიციების მოცულობას, რომელიც ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელს სჭირდება გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ვრცლად liga.net - ზე