ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ერმინია“ დაატყდა თავს – ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ზოგიერთ ნაწილში ამინდის გაფრთხილება გაიცა ძლიერი ქარის, წვიმისა და ძლიერი ტალღების გამო.

ესპანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა ქარიშხალი, რომლის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღემატებოდა. განსაკუთრებით დაზარალდა გალისიის ავტონომიური რეგიონი. სტიქიის მსხვერპლი სულ მცირე ერთი ადამიანი გახდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა 1200-მდე ინციდენტი დაარეგისტრირეს. ელექტროენერგიის გარეშე 13 000-ზე მეტი ოჯახი დარჩა.

ევრონიუსი