Ryanair-ის გენერალური დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ევროპაში ავიაბილეთების ფასები შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მეტად, 20%-მდე გაიზარდოს.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ნავთობის ფასებს ზრდის, რის გამოც ავიაკომპანიებს საწვავის გაძვირებული ხარჯების მგზავრებზე გადატანა მოუწევთ.

„ვფიქრობ, ვიხილავთ ევროპის ისტორიაში ავიაბილეთის ყველაზე დიდ გაძვირებას“, — განაცხადა ო’ლირიმ და დასძინა, რომ ფასების მატება შესაძლოა ავიაკომპანიების საწვავის ხარჯების ზრდა სრულად მაინც ვერ აუნაზღაურებს.