ევროპის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან ევროკავშირის დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღმართეს.
შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
„დღეს ევროპის გულში უკრაინული დროშა ავაფრიალეთ. ევროპის დღის აღნიშვნისას, ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, სოლიდარობას უკრაინას და მის მოსახლეობას. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, 9 მაისი უკრაინაში ევროპის დღედ გამოცხადდა