ევროპაში ბუნებრივი აირი კვლავ გაძვირდა - ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და მეგავატსაათზე 96 ევროს გადააჭარბა.
Bloomberg-ის ცნობით, ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია და ზამთრის სეზონის მოახლოების ფონზე მიწოდების შეფერხების რისკები განაპირობებს.
სპარსეთის ყურის რეგიონიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირება, რომელიც კონფლიქტამდე გლობალური მიწოდების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა, თითქმის 80%-ით შემცირდა. ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპაში გაზსაცავების შევსების დონე ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რაც ზამთრის წინ მიწოდების შესაძლო დეფიციტის რისკებს ზრდის.