ACI Europe-ის დაკვეთით ჩატარებული Oxera-ს ახალი კვლევის თანახმად, ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია და აეროპორტების გამტარუნარიანობა ავიაბილეთების ტარიფებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე აეროპორტის გადასახადები.

ანალიზმა მოიცვა თითქმის 6000 ევროპული საჰაერო მარშრუტი. ექსპერტებმა შეაფასეს მონაცემები როგორც ძირითადი ჰაბებიდან (მაგალითად, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან), ასევე ევროპის მასშტაბით შეზღუდული ტევადობის მქონე სხვა აეროპორტებიდან.

კვლევის მოკლე ანგარიშის, „რა განსაზღვრავს ავიაკომპანიების ფასებს“, თანახმად, აეროპორტების გადატვირთულობა და ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია ბილეთების ფასების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია. კერძოდ, აეროპორტის მოსაკრებლების 10%-ით ზრდა იწვევს ფრენების ფასების 0.35%-ით ზრდას. აეროპორტის გადატვირთულობის მსგავსი ზრდა იწვევს ავიაბილეთების ღირებულების 0.93%-ით ზრდას, ხოლო ავიაკომპანიების კონცენტრაციის 10%-ით ზრდა იწვევს 1.06%-იან ზრდას.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე